შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის დირექტორმა მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2023

15 ივნისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე მსოფლიო ბანკმა ანგარიშის - „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ ივნისის გამოშვება წარადგინა, რომელიც წელიწადში ორჯერ ქვეყნდება და მასში წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონული, ისე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

„გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების“ ძირითადი მიგნებების შესახებ პრეზენტაცია გამართა მსოფლიო ბანკის პერსპექტივების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ფრანცისკა ონზორგემ, რომელიც თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ მესტვირიშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი, ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თამარ სულუხია, და მსოფლიო ბანკის სამართლიანი ეკონომიკური ზრდის, ფინანსების და ინსტიტუტების პროგრამის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, მიგელ სანჩესი.

უახლესი ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა და ფინანსური სტრესის რისკი ძლიერდება ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში (EMDEs) გლობალურად მომატებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე.

შეავსე ფორმა