შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

საპენსიო სააგენტო ISET-ს ესტუმრა და სააგენტოს საქმიანობაზე ისაუბრა
სამშაბათი, 28 მარტი, 2023

28 მარტს ISET-მა საპენსიო სააგენტოს დირექტორს, გიორგი დანელიასა და მთავარ საინვესტიციო დირექტორს გიორგი მელიქიძეს უმასპინძლა, რომლებიც სტუდენტებსა და მკვლევარებს შეხვდნენ და საპენსიო სააგენტოს მისიასა და ამოცანებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საპენსიო რეფორმის მიმდინარეობასა და ხელმისაწვდომობაზე, ასევე საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ მიმდინარე შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საპენსიო სისტემის შესახებ და პრაქტიკული რჩევები მისცეს, თუ როგორ დაზოგონ ფინანსები მომავლისთვის.

შეხვედრა დასრულდა დისკუსიითა და კითხვა-პასუხით.

შეავსე ფორმა