შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის მხარდამჭერ ორგანიზაციების ტრენინგები ჩაუტარეს
პარასკევი, 18 ნოემბერი, 2022

ნოემბერში ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ტრენინგები ჩაუტარა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და კერძო სექტორის მხარდამჭერ ასოციაციებს. ტრენინგების კურსი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ორგანიზაციების ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში ჩატარდა.

ტრენინგების კურსი 4 მოდულისგან შედგებოდა: 1) ადვოკატირება, 2) კვლევის მეთოდები, 3) პოლიტიკის ანალიზი და 4) კომუნიკაციები.

ადვოკატირების მოდული, რომელსაც რეგიონული განვითარების ცენტრის დირექტორი, ლიზა სოფრომაძე, ატარებდა, დაეთმო ადვოკატირების სერვისების განვითარებას, რაც ორგანიზაციებს ადვოკატირების მიზნების მიღწევაშ დაეხმარება.

პოლიტიკის ანალიზის მოდული ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებმა, მარიამ ლობჯანიძემ და მარიამ წულუკიძემ ჩაატარეს და პოლიტიკის შემუშავების პრინციპებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებაში რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინსტრუმენტის მნიშვნელობის მიმოხილვას დაეთმო.

კვლევის მეთოდებზე ტრენინგი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებმა, სალომე დეისაძემ და სალომე გელაშვილმა, ჩაატარეს და რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევის მეთოდებზე, ზეგავლენის შეფასების ტექნიკასა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაზე ისაუბრეს.

ტრენინგების ბოლო, მეოთხე ნაწილი კომუნიკაციებს დაეთმო. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კომუნიკაციების წარმომადგენლებმა, სოფიო გუჯაბიძემ და გურანდა დარჩიძემ ეფექტური ორგანიზაციული კომუნიკაციის მნიშვნელობასა და მედიასთან ურთიერთობის ხერხებზე ისაუბრეს.

ტრენინგების მიზანი იყო მონაწილე ორგანიზაციებისთვის ადვოკატირების, კვლევის, პოლიტიკის ანალიზისა და კომუნიკაციის შესაძლებლობების გაძლიერება, რაც დაეხმარება მათ, უფრო მაღალი ხარისხის სერვისები შესთავაზონ საკუთარ სამიზნე ჯგუფებს და უფრო აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

შეავსე ფორმა