შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი ევროპის საგაზეთო კონგრესს დაესწრო
ოთხშაბათი, 24 მაისი, 2017

21-23 მაისს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის (ISET-PI) მკვლევარმა, დავით კეშელავამ მონაწილეობა მიიღო ევროპის ყოველწლიურ საგაზეთო კონგრესში, რომელიც ვენაში გაიმართა. კონგრესის თემა იყო „ოპტიმისტური ჟურნალისტიკა და ფეისბუქის კრიტიკა“. კონგრესის მთავარი აქცენტი იყო ის უმთავრესი შესაძლებლობები და გამოწვევები, რომელთა წინაშეცაა ყოველდღიური საგაზეთო მედია. თუმცა კონგრესის თემები სცდებოდა ზემოთ ხსენებულ დასახელებას.

საგაზეთო კონგრესის ორგანიზატორები იყვნენ ობერაუერ მედია და ნორბერტ კუპერი, გაზეთების დიზაინერი. კონგრესის მსვლელობისას სიტყვით გამოვიდა 38 სპიკერი ევროპის როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), რომელთაც დამსწრე 500-ზე მეტ ბლოგერსა და მედიის წარმომადგენელს წარუდგინეს 24 სხვადასხვა თემა.

კონგრესის მთავარი გზავნილი ისაა, რომ ბეჭდურ მედია საშუალებებს მოუწევთ, ექსკლუზიური გახადონ თავიანთი წარმომადგენლობა, გაყიდვები და დისტრიბუცია, ჩამოშორდნენ ჯიხურებსა და სამკითხველო კაფეებს სასიამოვნო გარემოთი, სადაც მკითხველებს სურთ დროის გატარება (ადგილები, სადაც ისინი უფრო კომფორტულად წაიკითხავენ უფრო დეტალურ სტატიებს). ამგვარად, ჟურნალ-გაზეთებს ექნებათ პოტენციალი, მოდური აქსესუარების მსგავსად, იმოქმედონ როგორც ბრენდმა და ინტელექტუალური სტატუსის სიმბოლომ. კონგრესის მონაწილეებმა ისაუბრეს „ყალბ ნიუსებზეც“, ფეისბუქზე საჭირო რეგულაციებზე, მედიის სანდოობაზე, მის მომავალსა და ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე საზოგადოებისა და დემოკრატიისთვის.

ყოველწლიური კონგრესის ფარგლებში ჩატარებული საინტერესო პრეზენტაციებისა და დისკუსების სესიები დასრულდა დაჯილდოების ცერემონიით, სადაც ჯილდოები გადაეცათ საუკეთესო ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ გაზეთებსა და წლის ყველაზე წარმატებულ რედაქტორებს.

შეავსე ფორმა