აპრილი 2025 | ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზით, საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს ბაზისურ სცენარში 5.9% იქნება
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განაახლა რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2025 წლის პირველი და მეორე კვარტლებისთვის. აქ წარმოდგენილია ამ თვის მთავარი მიგნებები:
საქსტატმა გამოაქვეყნა 2025 წლის თებერვლის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 7.7%-ს შეადგენს.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის პირველ კვარტალში 8.7%-ით, მეორე კვარტალში კი 7.3%-ით გაიზრდება.
თებერვლის მონაცემების საფუძველზე, წლიური ზრდა 2025 წელს ცუდი სცენარის შემთხვევაში 4.1% იქნება, საუკეთესო და საშუალო სცენარის შემთხვევაში კი – 6.8%. ჩვენი საშუალო სცენარით (ბოლო ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის საფუძველზე), რეალური მშპ 5.9%-ით გაიზრდება.
