შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

აპრილი 2023 | განსხვავება ბიზნესისა და მომხმარებელთა განწყობებს შორის საქართველოს ეკონომიკაში არსებულ გაურკვევლობაზე მიუთითებს
01 მაისი 2023

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2023 წლის პირველი და მეორე კვარტლების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა. ქვემოთ მოცემულია ამ თვის განახლების ძირითადი მიგნებები:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) 2023 წლის თებერვლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც ამ ეტაპზე 5.8%-ს შეადგენს. შედეგად, 2023 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი 7.1%-ია.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზის თანახმად, 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში მოსალოდნელია მშპ-ის 2.9%-ით და 1.8%-ით ზრდა.

თებერვლის მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წელს, ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხვევაში, მოსალოდნელია რომ წლიური ზრდა 2.2%-ს გაუტოლდება, ხოლო საუკეთესო ან საშუალო გრძელვადიანი ზრდის სცენარის შემთხვევაში – 3.2%-ს მიაღწევს. ჩვენი შუალედური პროგნოზის თანახმად (უკანასკნელი ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე დაყრდნობით), მოსალოდნელია რეალური მშპ-ის (GDP) 2.6%-ით გაზრდა.

სავარაუდოდ, მშპ-ის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები არასათანადოდაა შეფასებული. ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს მონაცემებში არ მოიძებნება მიგრანტების მიმდინარე მასშტაბური შემოდინების ანალოგი წარსულში.

შეავსე ფორმა