შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

აპრილი 2024 | დეპოზიტები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, საქონლით ვაჭრობა და ფულადი გზავნილები: 2024 წლის საქართველოს აპრილის მშპ-ის პროგნოზის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები
25 აპრილი 2024

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განაახლა რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2024 წლის პირველი და მეორე კვარტლებისთვის. წარმოგიდგენთ ამ თვის მიგნებებს:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის თებერვლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 9.5%-ით გაიზარდა.

საქსტატის მშპ-ის მაჩვენებლის გამოთვლის მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად, დეკემბრის კორექტირებულ მონაცემებში წინა თვის მაჩვენებლებთან შედარებით ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. შესაბამისად, ჩვენი მშპ-ის ზრდის პროგნოზიც აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით დაკორექტირდა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზით, 2024 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი 10.4% იქნება, 2024-ის მეორე კვარტალში კი – 9.8%.

თებერვლის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წელს, ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, მოსალოდნელია წლიური 7.8%-იანი ზრდა, ხოლო საუკეთესი ან საშუალო, გრძელვადიანი ზრდის სცენარების შემთხვევაში – 9.4%. ჩვენი შუალედური პროგნოზის თანახმად (უკანასკნელი ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე დაყრდნობით), მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 8.9%-ით.

ISET-ის კვლევითი ინსტიტიტის პროგნოზი 2024 წელს ეკონომიკური ზრდის შესახებ შესაძლოა ზედმეტად ოპტიმისტური იყოს. ჩვენ მიერ გამოყენებული მოდელი შესაძლოა სრულად არ ასახავდეს უკრაინაში მიმდინარე ომის, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტისა და სხვა გეოპოლიტიკური ფაქტორების უარყოფით ზეგავლენას.

შეავსე ფორმა