ინდექსები
11
იანვარი
2024
11
იანვარი
2024
კვლევითმა ინსტიტუტმა 2023 წლის მეოთხე და 2024 წლის პირველი კვარტლების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა. ქვემოთ მოცემულია ამ თვის განახლების ძირითადი მიგნებები:
სქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის ოქტომბრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. მოსალოდნელია მშპ-ის 6.2%-ით ზრდა, მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში კი 6.9 %-ს მიაღწია.
ნოემბერში საქსტატმა 2023 წლის პირველი და მეორე კვარტლების მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. ზრდის მაჩვენებელი 1-ელ კვარტალში 7.7%-დან 8.0%-მდე დაკორექტირდა, ხოლო მე-2 კვარტალში – 7.5%-დან 7.8%-მდე. მე-3 კვარტალში მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელი დასაწყისში უცვლელი დარჩა, მაგრამ დეკემბრის ბოლოსთვის 5.7%-მდე დაკორექტირდა. თუმცა ეს უკანასკნელი ცვლილება დეკემბრის პროგნოზში ჯერ ასახული არ არის.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის შეფასების თანახმად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 6.2% იქნება, 2024 წლის პირველი კვარტლის კი – 2.7%.
ოქტომბრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წელს წლიური ზრდის პროგნოზი 7.3%-ს შეადგენს.