შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

დეკემბერი 2022 | მშპ-ის ზრდის პროგნოზს თუ დავეყრდნობით, 2023 წელი შეიძლება უფრო ნელი ტემპით დაიწყოს, რადგან სურსათისა და ენერგიის ფასებით გამოწვეული ინფლაცია კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ეკონ
12 დეკემბერი 2022

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2022 წლის მეოთხე და 2023 წლის პირველი კვარტლების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა. ქვემოთ მოცემულია ამ თვის განახლების ძირითადი მიგნებები:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2022 წლის პირველი სამი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა: 1-ელი კვარტლის ზრდის მაჩვენებელი 15%-ია, ხოლო მე-2 და მე-3 კვარტლების წლიური ზრდის მაჩვენებლები მცირედით გაიზარდა და, შესაბამისად, 7.2% და 9.8% შეადგინა. შესაბამისად, 2022 წლის პირველი თერთმეტი თვის განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 10% იყო.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2022 წლის მეოთხე კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომელიც ამ ეტაპზე 12%-ს შეადგენს (აღნიშნული მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა მიმოხილვის მაჩვენებელს). 2023 წლის პირველი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი კი უცვლელია და 3.9%-ს შეადგენს.

ოქტომბრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წელს წლიური ზრდის პროგნოზი 11%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, გადაჭარბებულადაა შეფასებული. ეს იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ აქამდე საქართველოში ასეთი ფართომასშტაბიანი ომის, სანქციებისა და მიგრაციის შემთხვევები არ ყოფილა.

შეავსე ფორმა