ინდექსები



ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი (*) ნელი ტემპით განაგრძობს შემცირებას. ინდექსის შემცირების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის მნიშვნელოვანი შემცირება.

ბიზნესის განწყობის ინდექსი (*) საქართველოში 7.4 ერთეულით შემცირდა (2016 წლის მესამე კვარტალთან შედარბით). მიუხედავად ამისა 17.6 პროცენტული პუნქტით იგი შედარებით მაღალია 2015 წლის მეოთხე კვარტალზე (12.0). მეოთხე კვარტალში ინდექსის შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო ბიზნესის მოლოდინების ინდექსის მნიშვნელოვანი შემცირებით.

ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში ერთი ერთეულით შემცირდა (2016 წლის მეორე კვარტალთან შედარებით). მიუხედავად ამისა, 25.0 პროცენტული პუნქტით იგი მნიშვნელოვნად მაღალია 2015 წლის მესამე კვარტალთან (14.8) შედარებით. მესამე კვარტალში ინდექსის შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო ბიზნესის მოლოდინების ინდექსის მნიშვნელოვანი შემცირებით.

ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში [-100; +100] სკალაზე 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 12 პროცენტული ერთეულით გაუმჯობესდა. საქართველოს კერძო სექტორის ბიზნესის მოლოდინების ინდექსი გაუმჯობესდა 12 ერთეულით და 50 ინდექსის ერთეულს მიუახლოვდა.

ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში მცირედით, [-100;100] სკალაზე 11-დან 14-მდე გაიზარდა. ფიქსირდება მკვეთრი და უეცარი გაუმჯობესება ბიზნესის მოლოდინების ინდექსში. დაფიქსირებული ბიზნეს სექტორის ენთუზიაზმი შეიძლება გამოწვეული იყოს ბოლოდროინდელი, ბიზნეს სექტორზე ორიენტირებული რეფორმებით.