ინდექსები
16
მარტი
2016
16
მარტი
2016
ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში მცირედით, [-100;100] სკალაზე 11-დან 14-მდე გაიზარდა. ფიქსირდება მკვეთრი და უეცარი გაუმჯობესება ბიზნესის მოლოდინების ინდექსში.
დაფიქსირებული ბიზნეს სექტორის ენთუზიაზმი შეიძლება გამოწვეული იყოს ბოლოდროინდელი, ბიზნეს სექტორზე ორიენტირებული რეფორმებით.
მოგების გასადახადით დაბეგვრის რეჟიმის ცვლილება ესტონური მოდელის მიხედვით, ძირითადი საშუალების იმპორტზე დღგ-ის გადახდის ვადის გადავადება, გამარტივებული საგადასახადო რეჟიმი და ა.შ. ის მთავარი რეფორმებია, რომლებსაც აქტიურად განიხილავს ახალი პრემიერი.
27
ოქტომბერი
2025
2025 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 9.0 პუნქტით გაიზარდა და 7.5-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება სოფლის მეურნეობისა (21.1) და მშენებლობის (18.5) სექტორებში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.
25
ივლისი
2025
2025 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.2 პუნქტით შემცირდა და -1.5-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება საფინანსო (-19.5) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება პესიმისტურმა მოლოდინებმა და ასევე მცირედით გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.
25
აპრილი
2025
2025 წლის II კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 3.6 პუნქტით გაიზარდა და -1.3-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მრეწველობის (+10.0) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და ასევე მცირედით გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.
24
იანვარი
2025
2025 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 8.8 პუნქტით შემცირდა და -5.0-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მომსახურების (-21.5) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა.
25
ოქტომბერი
2024
2024 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 9.7 პუნქტით შემცირდა და 3.8-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება საფინანსო (-22.1) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.