ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში ერთი ერთეულით შემცირდა (2016 წლის მეორე კვარტალთან შედარებით). მიუხედავად ამისა, 25.0 პროცენტული პუნქტით იგი მნიშვნელოვნად მაღალია 2015 წლის მესამე კვარტალთან (14.8) შედარებით. მესამე კვარტალში ინდექსის შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო ბიზნესის მოლოდინების ინდექსის მნიშვნელოვანი შემცირებით.
გამოკითხული ბიზნესმენების 38% მიიჩნევს, რომ გასული სამი თვის განმავლობაში მათი ბიზნესის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რამაც გამოიწვია მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის შესამჩნევი ზრდა 30.4 პროცენტულ პუნქტამდე (7.9 პროცენტული პუნქტით ზრდა მეორე კვარტალთან შედარებით). ყველაზე დიდი ზრდა მიმდინარე მდგომარეობის ინდექსში სოფლის მეურნეობის სექტორს შეეხო.
ბიზნესების ოპტიმიზმი 12.7 პროცენტული პუნქტით დაეცა 2016 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მაგრამ შეინარჩუნა მაღალი დონე 2015 წლის მესამე კვარტალთან (27.2 პროცენტული პუნქტი) მიმართებაში. გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა არ ელოდება ცვლილებებს საკუთარ ეკონომიკურ საქმიანობაში. ამავდროულად გამოკითხულთა 25% მომავალში ეკონომიკური საქმიანობის გაუმჯობესებას ელის. მოლოდინების ინდექსი ზაფხულის სეზონის მიწურულს ყველა სექტორში შესუსტდა.
გასაყიდი ფასების მოლოდინის ინდექსი 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და იგივე ინდექსი მომსახურების სექტორში უარყოფით მაჩვენებელს დაუბრუნდა.