შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: შენელებულ მოლოდინების ინდექსს მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი წამოეწია
12 დეკემბერი 2016

ბიზნესის განწყობის ინდექსი (*) საქართველოში 7.4 ერთეულით შემცირდა (2016 წლის მესამე კვარტალთან შედარბით). მიუხედავად ამისა 17.6 პროცენტული პუნქტით იგი შედარებით მაღალია 2015 წლის მეოთხე კვარტალზე (12.0). მეოთხე კვარტალში ინდექსის შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო ბიზნესის მოლოდინების ინდექსის მნიშვნელოვანი შემცირებით. 

გამოკითხული ბიზნესმენების 40% მიიჩნევს რომ გასული სამი თვის განმავლობაში მათი ბიზნესის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რამაც გამოიწვია მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის მცირედით ზრდა 30.8 პროცენტულ პუნქტამდე (0.4 პროცენტული პუნქტით ზრდა მესამე კვარტალთან შედარებით). ყველაზე დიდი ზრდა მიმდინარე მდგომარეობის ინდექსში დამამუშავებელი მრეწველობის სექტორმა აჩვენა. 

ბიზნესის ოპტიმიზმი დაეცა 12.2 პროცენტული პუნქტით 2016 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, მაგრამ შეინარჩუნა მაღალი დონე 2015 წლის მეოთხე კვარტალთან (16.2 პროცენტული პუნქტი) მიმართებაში. გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა ელოდება საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის გაუმჯობესებას და ამავდროულად გამოკითხულთა 35% არ ელოდება ცვლილებებს ეკონომიკურ საქმიანობაში. შემოდგომის სეზონის მიწურულს ყველაზე დიდი ვარდნა მოლოდინებში განიცადა საცალო ვაჭრობის სექტორმა. 

გასაყიდი ფასების მოლოდინის ინდექსი გაიზარდა 2.3 პროცენტული პუნქტით 2016 წლის მესამე კვარტალთან შედარებით და იგივე ინდექსი სამშენებლო სექტორში უარყოფით მაჩვენებელზე დავიდა.

შეავსე ფორმა