შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: ცვლილების წერტილი?
31 ივლისი 2023

2023 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 10.7 პუნქტით შემცირდა და 15.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა საფინანსო სექტორში (26.4) დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და მომავლისადმი მოლოდინებმა განაპირობა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2023 წლის II კვარტალთან შედარებით 9.1 პუნქტით შემცირდა და 2023 წლის III კვარტლისთვის 12.7-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი ყველაზე მაღალია მრეწველობის სექტორში (25.0).

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, მნიშვნელოვნად შემცირდა და 28.5 პუნქტს გაუტოლდა. 2023 წლის III კვარტლისთვის მოლოდინების ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა მრეწველობის სექტორში (50.0) დაფიქსირდა.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 11.0-ით შემცირდა და 17.3 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასების მატებას საკუთარ პროდუქტზე, შემცირდა.

შეავსე ფორმა