შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: ბიზნესის საზაფხულო განწყობა
28 ივლისი 2022

2022 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.6 პუნქტით გაიზარდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება (+13.8) მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2022 წლის II კვარტალთან შედარებით 16.2 პუნქტით გაიზარდა და 2022 წლის III კვარტლისთვის 6.7-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მომსახურებისა (+38.7) და მშენებლობის (+30.8) სექტორებში დაფიქსირდა.

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 25.6 პუნქტამდე შემცირდა. 2022 წლის III კვარტლისთვის მოლოდინების გაუარესება დაფიქსირდა ყველა სექტორში, გარდა მშენებლობის და მომსახურების სექტორებისა.

შეავსე ფორმა