ინდექსები
მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსი
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა ცხოვრების ხარისხის განმსაზღვრელი ინდექსი საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც საბაზისოდ აღებულია 2023 წელი. ინდექსი არის სანდო, გამჭვირვალე, მონაცემებზე დაფუძნებული და საიმედო ინსტრუმენტი, რომელიც ზომავს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი საცხოვრებელი პირობების
პროგრესს. ISET-ის მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსი აერთიანებს ოთხ ძირითად მიმართულებას: (1) ეკონომიკა, (2) დაკავშირებულობა, ინფრასტრუქტურა და სერვისები, (3) დემოგრაფია და სოციალური ხელმისაწვდომობა, (4) ადგილობრივი დემოკრატია და გენდერული თანასწორობა. ოთხი მიმართულება იყოფა 11 ქვე- მიმართულებად და აერთიანებს არსებულ ეროვნულ წყაროებზე დაფუძნებულ 50 ინდიკატორს. მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსი მერყეობს 0-დან 100-მდე, სადაც 100-თან უფრო ახლოს მყოფი მნიშვნელობა უფრო მაღალ ცხოვრების ხარისხთან ასოცირდება, ხოლო 0-თან უფრო ახლოს მყოფი მნიშვნელობები დაბალ ცხოვრების ხარისხზე მიუთითებს.
ფილტრაცია:
-დან
- მდე