ინდექსები
2022 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.84 ლარი იყო, რაც 0.4%-ით აღემატებოდა 2022 წლის თებერვლის მაჩვენებლს და 31.4%-ით – 2021 წლის მარტის მაჩვენებელს.
2022 წლის თებერვალში, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ღირებულება გაიზარდა როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში და 5.7-სა (ქუთაისი) და 6.1 (თბილისი) ლარს შორის მერყეობდა. 2022 წლის თებერვალში დაფიქსირებულმა საშუალო ფასმა 5.8 ლარი შეადგინა, რაც 28.8%-ით აღემატებოდა 2021 წლის თებერვლის მაჩვენებელს.
ახალი წელი ხაჭაპურის ინდექსისთვის ისტორიული მაჩვენებლით დაიწყო. ინდექსის ზრდის ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა და 5.77 ლარს მიაღწია, რაც 1.8%-ით მაღალია 2021 წლის დეკემბერთან და 23.7%-ით მაღალი 2021 წლის იანვართან შედარებით. ფასების ყველაზე დიდი ზრდა კვერცხისა (47%) და ფქვილის (31%) შემთხვევაში დაფიქსირდა.
ვაგრძელებთ ჩვენს საახალწლო ტრადიციას და წელსაც გთავაზობთ ახალი წლის სუფრის ინდექსს. ამ ინდექსით ვითვლით, რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში. ცხადია, ყველა ოჯახსა და რეგიონს თავისი საახალწლო სუფრა აქვს, თუმცა კალკულაციის დროს ვითვალისწინებთ ისეთ ტრადიციულ კერძებს, როგორიცაა: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი.
ხაჭაპურის ინდექსის მზარდი ტრენდი 2021 წლის ნოემბერშიც გაგრძელდა და 5.37 ლარს მიაღწია. მაჩვენებელი წინა თვესთან (2021 წლის ოქტომბერი) შედარებით 7.2%-ით, ხოლო წინა წელთან (2020 წლის ნოემბერი) შედარებით 19%-ით მაღალი იყო.