ინდექსები
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2020 წლის იანვრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ტრადიციულად საქართველოში ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტიც აგრძელებს ტრადიციას და მკითხველს ხაჭაპურის ინდექსის საახალწლო გამოშვებას სთავაზობს. საახალწლო სუფრის ინდექსი ითვლის, რა უჯდება სტანდარტული სადღესასწაულო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში.
ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის აღმავალი ტრენდი 2019 წლის ნოემბერშიც გაგრძელდა. ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 4.1 ლარი შეადგინა, რაც წინა (2019 წლის ოქტომბრის) თვესთან შედარებით 6.1%-ით, წინა წლის ნოემბერთან შედარებით კი 12.6%-ით მეტია.
ინდექსის აღმავალი ტრენდი ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაიწყო, ოქტომბერში კი მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ამ თვეში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 3,90 ლარს მიაღწია, რაც 6,6%-ით მეტია წინა თვესთან (2019 წლის სექტემბერთან) და 8.6%-ით მეტია წინა წლის (2018 წლის ოქტომბრის) მაჩვენებელთან შედარებით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2019 წლის სექტემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.