15
ოქტომბერი
2015
ახალი აბრეშუმის გზის ჯაჭვი იმდენად ძლიერია, რამდენადაც მისი ყველაზე სუსტი რგოლი
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის მომავალზე საუბრისას მოიყვანა ელექტრული წრედის მაგალითი. კვირიკაშვილმა, რომელიც პრესტიჟული კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია, განმარტა, რომ მიმდევრობითი შეერთება – მარტივი ჯაჭვი – მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თითოეულ მის შემადგენელ ნაწილზე.