2020 წელს COVID-19-ის საქართველოს შრომის ბაზარზე ზემოქმედების ხუთი შედეგი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2020 წლის 11 მარტს COVID-19-ის ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი გახდა. პანდემიამ და მისმა თანმხლებმა ცვლილებებმა (მაგალითად, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამ) ადამიანების ცხოვრების არაერთ ასპექტზე, მათ შორის შრომის ბაზარზე ჩართულობასა და ქცევაზე, იმოქმედა. ამ კუთხით არც საქართველოა გამონაკლისი. კრიზისის უპრეცედენტო ხასიათმა ქვეყნის ისედაც არასტაბილური შრომის ბაზრისათვის უპრეცედენტო შედეგები გამოიღო.