შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

საქართველო საჭიროებს ახალ ცნებას – Punitive Damages
ორშაბათი, 03 ნოემბერი, 2014

რამდენიმე დღის წინ, ფილარმონიასთან, კოსტავაზე მივდიოდი და ჩავუარე მშენებლობას, რომელიც ტროტუარიდან ხის ღობით იყო გამოყოფილი. უეცრად გავიგე ქსოვილის გახევის ხმა. დიახ, ასე მოხდა! ჩემი მშვენიერი ზამთრის ქურთუკი გახია ჟანგიანმა ლურსმანმა, რომელიც ღობიდან იყო გამოშვერილი.

იყო თუ არა ეს ჩემი ბრალი? უკვე საკმაოდ ბნელოდა და ლურსმნის დანახვა თითქმის შეუძლებელი იყო, ამას გარდა, ჩემს თანამგზავრს ვესაუბრებოდი. ასე რომ, ვფიქრობ, უდანაშაულო ვარ და ეს იმის ბრალი იყო, ვინც კარგად ვერ დააჭედა ლურსმანი იმ ადგილზე, სადაც ყოველ დღე ათასობით ადამიანი დადის.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვაწყდები გულგრილობას. სამი წლის წინ, როდესაც ბინას ვეძებდი, ჩემმა აგენტმა წამიყვანა მშენებარე სახლში, სადაც ბინები უკვე ქირავდებოდა. ბინა, რომელიც უნდა გვენახა მეათე სართულზე იყო, მაგრამ შენობაში მხოლოდ სამშენებლო მასალებისა და მოწყობილობებისათვის იყო ლიფტი დამონტაჟებული, ხალხისთვის – არა.  ლიფტი დროებითი იყო, ცუდად დამონტაჟებული, ჟანგიანი ძრავით და გამოშვერილი ელექტრო სადენებით. ჩემი აგენტი ლიფტში შევიდა, მე კი, მეათე სართულზე ფეხით ასვლა ვამჯობინე. აგენტი გააოცა ჩემმა შიშმა და ეს სასაცილოდაც ჩათვალა, მაგრამ მას შემდე,გ რაც მივუთითე ლიფტის მდგომარეობაზე, დამეთანხმა, რომ „შეიძლება ის გაუმართავი ყოფილიყო“. უფრო მეტიც, მას შემდეგ რას რამდენიმე შესაძლებელი სცენარი აღვუწერე, მან დაამატა, რომ „ამაზე არასდროს უფიქრია“. ამის შემდეგ, მეათე სართულზე ორივე ფეხით ავედით.

რამდენიმე კვირის შემდეგ, კვლავ გავოცდი. ყოველ ხუთ წუთში, ხალხის მასა გამოდის მარჯანიშვილის მეტროდან და მიემართება აღმაშენებლისა და მარჯანიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე. იმ დროს, იმ ადგილას მშენებლობა და ძველი შენობების განახლება მიმდინარეობდა. მეტროდან გამოსულ ხალხს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ უზარმაზარი მშენებლობის გვერდით ჩაევლო. არ იყო ტროტუარი და ჟანგიანი ლურსმნებით დაჭედებული დამცავი ღობეც კი. ეს საკმაოდ სახიფათო იყო, რადგან მოძრაობდა უზარმაზარი სამშენებლო მანქანები, მუშაობდა ექსკავატორები  და თხრილებზე გადასვლა მხოლოდ ზედ დადებული ხის ფიცრებზე გავლით შეიძლებოდა.  უგულებელყოფილი იყო ის, რომ ხალხს, მათ შორის მოხუცებს და ბავშვებს, სახიფათო ტერიტორიაზე უხდებოდა გავლა. ცხადია, სამშენებლო ოპერატორს არ ადარდებდა ხალხის უსაფრთხოება.

დავების არ არსებული ტრადიცია

მას შემდეგ, რაც ქურთუკი დამეხა შემთხვევით შევხვდი ჩემს ქართველ მეგობარს, რომელიც ადვოკატია. სხვა ქვეყნებში ადვოკატებთან ურთიერთობის გამოცდილების შემდეგ, ველოდებოდი, რომ ისიც მირჩევდა მეჩივლა მომხდარის გამო. ამის ნაცვლად, მითხრა რომ თუ ვიჩივლებდი, გამიჭირდებიდა ისეთი ადვოკატის მოძებნა, რომელიც ამ საქმეზე იმუშავებდა. საქართველოში ქურთუკის დაზიანება მნიშვნელოვან შემთხვევად არ აღიქმებოდა (განსხვავებით შეერთებული შტატებისგან, სადაც არა მხოლოდ ქურთუკის ფასის კომპენსაციის მიღება შემეძლო, არამედ ასევედამატებითი თანხის punitive damages-ის ანაზღაურების სახით, რასაც ქვემოთ განვიხილავ).

მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ შემთხვევა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას სასამართლოში განიხილავენ? ჩემს მეგობართან საუბრის შემდეგ შევიტყვე, რომ საქართველოში პრობლემატურია დავების ეფექტურად გადაწყვეტა.

პრობლემის უკეთსად წარმოჩენისთვის განვიხილავ კიდევ ერთ მაგალითს (მაგალითი საკმაოდ ბევრია).ვერაზე არის რამდენიმე სახლი, რომელსაც ტროტუარიდან სარდაფში ჩასასვლელი კიბე აქვს. ზოგ შემთხვევაში, მაგალითად ბელინსკზე, ამ კიბეებს არ აქვს მოაჯირი, ასე რომ, დიდია იმის ალბათობა, რომ ადამიანი  2 მეტრის სიღრმეზე ჩავარდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბნელა. მე რომ ჩავვარდნილიყავი, საქართველოს სასამართლო გაარკვევდა, ვისი – სახლის მეპატრონის, თუ მუნიციპალიტეტის – გულგრილობის შედეგი იყო ის, რომ კიბესთან მოაჯირი არაა დამაგრებული. სასამართლო პროცესი ხანგრძლივი იქნებოდა, მისი მოსალოდნელი შედეგი კი – გაურკვეველი. ეს ეხება სიცოცხლისათვის საშიშ სამშენებლო პროცესებს და ლიფტებსაც – სასამართლოში უნდა გაირკვეს, ვინაა დამნაშავე გულგრილობაში, შედეგი კი გაურკვეველი იქნება.

სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში არაა მსგავსი დავების ტრადიცია. ასე რომ, თავდაპირველ ეტაპზე მსგავსი საკითხები პირველად იქნება სასამართლოში განხილული. სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით იქ, სადაც იურიდიული ტრადიციები არ შეწყვეტილა სხვა ქვეყნის მიერ ოკუპაციით ან საბჭოთა კავშირში გერთიანებით, დავის თითქმის ყველა სცენარი უკვე განხილულია სასამართლოში. დასავლეთ ევროპაში იმდენი ქურთუკი დახეულა ცუდად დაჭედებული ლურსმნის გამო, რომ უკვე არსებობს სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის სტანდარტი. ასე რომ, ასეთ შემთხვევებში ზოგჯერ სასამართლოშიც კი არ მიდიან. სტანდარტულ შემთხვევაში, ის მხარე რომლის გულგრილობის გამოც მოხდა რაიმე შემთვევა, აცნობიერებს, რომ საქმის მოგების შანსი არ აქვს და სასამართლოსა და ადვოკატების ჩარევის გარეშე იხდის კომპენსაციას, და თუ დამნაშავე დაზარალებულია, იგი თავს იკავებს სასამართლოში ჩივილისაგან.

შესაბამისად, ასეთ ქვეყნებში რთულად თუ იპოვით ხის ღობეზე ცუდად დაჭედებულ ლურსმნებს, რადგან დაშავების შემთხვევაში, ღობის მეპატრონეს მოუხდება კომპენსაციის გადახდა. სასამართლოზე განიხილება მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად, როდესაც შემთხვევა მოხდა იქ, სადაც აკრძალული იყო გავლა.გერმანიაში სახლის მეპატრონეები ვალდებულნი არიან, ზამთარში, თავიანთი სახლის წინ, ტროტუარიდან  თოვლი გადახვეტონ. იშვიათია სახლი, რომლის წინაც თოვლი არაა გადახვეტილი. ამის მიზიზი ისაა, რომ თუ მე ფეხი გამიცურდებოდა, დავეცემოდი და ხელს მოვიტეხდი, სასამართლოში წასვლაც კი არ დამჭირდებოდა –  „დამნაშავეს“, ადამიანს ვინც არ გადახვეტა თოვლი, თავისი ადვოკატი ეტყოდა, რომ ეს უიმედო შემთხვევაა და ის გადაიხდიდა როგორც საავადმყოფოს ხარჯებს, ასევე დამატებით კომპენსაციას სასამართლო განხილვის გარეშე.

საუკეთესო გამოსავალი

თუ სახელმწიფის უნდა, რომ უსაფრთხოების სტანდატები დაცული იქნას, მას შეუძლია, მშენებლობის ადგილსა თუ ფაბრიკა-ქარხნებში გაგზავნოს ინსპექტორი, რომელიც პირდაპირ კონტოლს გაუწევს უსაფროთხოების სტანდარტების შესრულებას. თუმცა, ეს არა მხოლოდ ხარჯებთნაა დაკავშირებული, არამედ არც ისე ეფექტურია, რადგან ინსპექტორები მხოლოდ ერთჯერად შემოწმებას ატარებენ და მათი მოტყუებაც მარტივია. მეორეს მხრივ, კი ეფექტური დავის პრაქტიკა არაა დაკავშირებული ხარჯებთან და ჩივილის შესაძლებლობა ეფექტურ სტიმულებს აძლევს ყველას, დაიცვან უსაფრთხოების სტანდარტები. ასე რომ, დავის პრაქტიკა, ინსტრუქტორის კონტროლთან ერთად (რაც შეიძლება აუცილებელი იყოს იმ შემთხვევებში, სადაც შეუძლებელია გაირკვეს მოსალოდნელი ზიანი კომპანიის ბრალი იყო, თუ ადამიანის), არის მეთოდი,  რომლითაც შეიძლება უსაფრთოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.

შეერთებულ შტატებში დავების ყველაზე ხშირად მიმართვენ. 1994 წელს, სტელა ლიბეკს სავარაოდოდ ერთ-ერთი საუკეთოსო დღე ჰქონდა მაშინ, როდესაც მაკდონალდსის ყავა დაეღვარა. სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, მან მაკდონალდსისგან მიიღო 2,86 მილიონი დოლარი, მათ შორის 2,7 მილიონი იყო არა სამედიცინო ხარჯების კომპენსაცია არამედ  punitive damages.

Punitive damages გულისხმობს არა ზარალის ანაზღაურებას, არამედ იცავს კანონის დამრღვევს გულგრილობისაგან.იმისათვის, რომ საქართველოში შეიქმნას სასამართლოში ჩივილის სტიმულები უმნიშვნელო შემთხვევებშიც კი, და ამით ჩამოყალიბდეს ეფექტური დავის პრაქტიკა, საჭიროა, ქართულ საკანონმდებლო სისტემაში დაწესდეს საკმარისად მაღალი punitive damages.

საქართველოში რომ ყოფილიყო არსებითი punitive damages დაწესების წესი, კოსტავაზე მოქმედი სამშენებლო კომპანია ყურადღებას მიაქცევდა, რომ ლურსმნები კარგად ყოფილიყო დაჭედებული. რადგან სასამართლოში ჩივილის შესაძლებლობა რომ მქონოდა, შემეძლო სამშენებლო კომპანიისგან მიმეღო არა მხოლოდ $100 – ჩემი ქურთუკის ღირებულება, არამედ შეიძლება $10,000-ც როგორც punitive damages!

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა