შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი გუნდი

სალომე სოლომნიშვილი
უფროსი მკვლევარი

სალომე სოლომნიშვილი 2023 წელს შეურთდა ISET-ის კვლევით ინსტიტუტს და ამჟამად ის კერძო სექტორის განვითარების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარია. სალომე თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრი (2017 წ.) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრია (204 წ.). 

ISET-ის დამთავრების შემდეგ, სალომე მუშაობდა პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფში (PMCG) პროექტების ოფიცრად, და შემდეგ, პროექტების მენეჯერად. მისი პასუხისმგებლობები ძირითადად მოიცავდა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კერძო სექტორის პროექტების მართვას, რომელთაგან აღსანიშნავია კლიმატის ცვლილებასა და ენერგეტიკასთან, მყარი ნარჩენების მართვასთან,  გარემოს დაცვასთან, გენდერულ თანასწორობასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტები.  მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო დონორების დაფინანსებული პროექტებისათვის საგრანტო და სატენდერო წინადადებების მომზადებასაც.

2016 წელს სალომე ISET-ში ლექტორის თანაშემწე იყო, ხოლო ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს სემინარებს ეკონომიკის პრინციპებში საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის.

მსგავსი ნამუშევრები

ყველას ნახვა
შეავსე ფორმა