შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი გუნდი

მარიამ ლორთქიფანიძე
უფროსი მკვლევარი

მარიამ ლორთქიფანიძე ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია კერძო სექტორის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით. მარიამი არის ბერლინში ჰერტის მმართველობის სკოლის საჯარო პოლიტიკის (2022) და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შედარებითი საკონსტიტუციო სამართლის (2017) მაგისტრი. მარიამმა სამართლის მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში (2013) მიიღო.

ISET-ის კვლევით ინსტიტუტში მოსვლამდე, მარიამი ჩართული იყო ევროკავშირის სასამართლო სისტემის მხარდაჭერის პროექტში, სადაც მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული რეფორმებზე მუსაობდა. მარიამს უმუშავია სხვადასხვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაში, სემინარებს კითხულობს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე. მარიამი PMCG-სა და PwC-ში კონსულტანტი იყო რეგულირების ზეგავლენის შეფასების რამდენიმე პროექტში, მათ შორისაა საჯარო სამსახურისა და შრომის კოდექსის რეფორმების რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროექტებიც.

მსგავსი ნამუშევრები

ყველას ნახვა
შეავსე ფორმა