გუნდი
ამჟამად ნინო სარიშვილი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარია მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. ნინომ 2021 წელს თსუ ეკონომის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა, მისი სადიპლომო ნაშრომი საქართველოს ეკონომიკისთვის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებს ეხებოდა.
2021 წელს ნინომ საზაფხულო სტაჟირება გაიარა EBRD-ის საქართველოს ოფისში, სადაც EBRD-ის კვლევით გუნდთან ერთად მოლდავეთის მაკროეკონომიკური დიაგნოსტიკის პროექტზე იმუშავა. ნინო იყო მონაცემთა ანალიტიკოსი UNDP Georgia-სა და Tbilinomics Policy Advisors-ში.
ნინომ 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სემესტრი ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიის უნივერსიტეტში გაატარა, სადაც საერთაშორისო ეკონომიკას სწავლობდა, პარალელურად კი დემოლას ლატვიის ოფისში ანალიტიკოსისა და სპიკერის პოზიციაზე მუშაობდა. 2021 წლის აგვისტოში ნინო ESN-ის მდგრადი განვითარების პროგრამის მოხალისე იყო ხორვატიაში და დღემდე ESC პროგრამის აქტიური მოხალისეა.