შეავსე ფორმა
Logo
თუ ვერ არგებ, ნურას ავნებ!
13 თებერვალი 2015

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჰიპოკრატეს წესი „არ ავნო“ (primum non nocere) ძალიან კარგადაა ცნობილი. ეს მედიცინის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. ჰიპოკრატეს კრებულის ერთ-ერთ წიგნში „ეპიდემია“ აღნიშნული წესი შემდეგნაირადაა ფორმულირებული: ,,თუ ექიმს არ ძალუძს დაეხმაროს ავადმყოფს, ისე მაინც უნდა მოიქცეს, რომ არ ავნოს მას“.

ინკლუზიური ზრდის დიალოგი: მცირე და საშუალო საწარმოები და მათი მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის
22 მაისი 2014

აღნიშნული დებატის მონაწილეებმა განიხილეს ის სამომავლო ნაბიჯები, რაც საჭიროა საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისთვის, რადგან სექტორი ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ექსპერტების ჯგუფში შედიოდნენ გამომსვლელები, რომლებიც წარმოადგენდნენ მთავრობას, მცირე და საშუალო საწარმოებს, საფინანსო სექტორს, აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესებსა და ბიზნეს-ასოციაციებს.

კანონის უზენაესობა და საკუთრების უფლებები – ეკონომიკური ხედვა
14 დეკემბერი 2012

„ნუ იჩქარებთ საქართველოს შეფასებას“ – ასე ჰქვია მაიკლ სესაიერის უახლეს სტატიას საერთაშორისო ჟურნალ „საგარეო პოლიტიკა“–ში (FP), სადაც ავტორი ცხადად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ორი სხვა სტატიის მიმართ „ქართული ოცნება თავის ბნელ მხარეს გვიჩვენებს“ (FP, 29 ნოემბერი) და „საქართველოს მთავრობა არასწორი კურსით მიდის“ (Washington Post, 28 ნოემბერი).

შეავსე ფორმა