პროექტი WISE, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო, მხარს უჭერს სამ ორგანიზაციას სამხრეთ კავკასიაში, რომელიც გენდერული ძალადობისა და ექსტრემიზმის საკითხებზე მუშაობს. ამ ინიციატივის ფარგლებში, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაატარა საბაზისო კვლევა, რომლის უპირველესი მიზანია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამების შესახებ ინფორმირებისთვის, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც ფოკუსირებულია გენდერულ ტრანსფორმაციულ მიდგომებზე.
17-19 ოქტომბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები, დავით კეშელავა და მარიამ ლობჯანიძე იყვნენ საერთაშორისო ექსპერტთა გუნდის წევრები, რომელთაც გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის.
5-9 ივლისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ჩაატარა ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე „გენდერი და ეკონომიკა“, რომლის ძირითადი სამიზნე აუდიტორია ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.
„კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია თანამშრომლობს საჯარო სამსახურის ბიუროსა (CSB) და ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან, რომლის ფარგლებშიც მომზადდა საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ყოვლისმომცველი ანგარიში.
1973 წლის 22 იანვარს საქმეში Roe v. Wade უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ აბორტის უფლება ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მე-14 შესწორებით დაცული უფლებაა. შესწორების თანახმად, დაუშვებელია ადამიანების „სიცოცხლის, თავისუფლების ან საკუთრების“ უფლების შეზღუდვა.