ახლახან ISET Economist-ის ბლოგზე „შამათიას“ კოოპერატივზე დაიწერა. კოოპერატივის მარწყვის ნერგები დარგვიდან მალევე იწყებდა ხმობას. კოოპერატივმა მიზეზის დასადგენად და პრობლემის გადასაჭრელად ქვეყნის არაერთ ექსპერტთან გაიარა კონსულტაციები, თუმცა უშედეგოდ. პრობლემის მიზეზი ნათელი გახდა მხოლოდ ნერგების ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნის შემდეგ. ამასობაში კი კოოპერატივმა 15 000 ლარი იზარალა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2016 წლის 15 ნოემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
საბჭოთა კავშირში ფერმერების მუშაობას ცენტრალური მთავრობა აკონტროლებდა. ყველამ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა. მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებები ბაზარზე არ იყო მინდობილი, არც კერძო ინტერესის მქონე ადამიანებს შეეძლოთ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება. ნაცვლად ამისა, გადაწყვეტილებას თუ რა, როდის და როგორ უნდა წარმოებულიყო იღებდა მთავრობა, რომელიც ფლობდა ან აკონტროლებდა ეკონომიკის რესურსების უმეტეს ნაწილს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2016 წლის 31 ოქტომბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს რესპუბლიკამ ყველაზე სწრაფად გაატარა მასშტაბური მიწის რეფორმა და შეიმუშავა მიწის განაწილების გეგმა. ეს პროცესი 1992 წელს დაიწყო. მიწის გადანაწილების შედეგად გაჩნდა ასობით ათასი მცირე საოჯახო ფერმა, რომელმაც მსხვილი კოლექტივები და საწარმოო კოოპერატივები ჩაანაცვლა (საბჭოთა მეურნეობები („სოვხოზი“) და კოლმეურნეობები („კოლხოზი“). სავარაუდოდ, მიწის პრივატიზაციის მთავარი მიზანი იყო, მოსახლეობის დიდ ნაწილს დახმარებოდა, თავი გაეტანა უკიდურესად მძიმე პერიოდში.