2017 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებასა და მოხმარებას შორის ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა. სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა 2017 წლის მარტში. გაზრდილმა სხვაობამ და ისტორიულმა ტენდენციამ, რომელიც ამ სხვაობის ზრდაზე მიანიშნებდა, წაახალისა პოლიტიკის ვარიანტები, რომლებიც აქცენტს ელექტროენერგიის წარმოებაში ინვესტიციების ჩადებაზე ამახვილებს.
საქართველოს მთავრობა უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან (AA) ჰარმონიზების პროცესში. რეფორმის განსაკუთრებით პრობლემური ნაწილი ეხება 2000/60/EC დირექტივის განხორციელებას, რომელიც წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) სახელით არის ცნობილი. წყლის რესურსების სწორი მართვა უკიდურესად რთული წამოწყებაა, რომელიც ყველა მექანიზმის სიღრმისეულ გააზრებას საჭიროებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2018 წლის მარტის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
წელს საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდება. ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამ და 2016 წლის ოქტომბერში ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებამ ქვეყანას დააკისრა ვალდებულება, ელექტროენერგიის ბაზარზე რეფორმები გაატაროს. ამიტომ 2018 წელი ელექტროენერგიის ბაზრისთვის გარდამტეხი წელი იქნება.
მჯერა, ყველა ჩვენგანი ფიქრობს, რომ ტექნოლოგია კარგია. შეიძლება ისიც გვჯეროდეს, რომ ეს პროგრესის ნიშანია. როგორც იქნა, ძალიან ჭკვიანმა ინჟინრებმა იხსნეს კაცობრიობა, რადგან მათ არა მხოლოდ წარმოიდგინეს, არამედ შექმნეს კიდეც ისეთი მოწყობილობები, რომლებიც მასებს წუთებისა და წამების დაზოგვაში ეხმარება. რა თქმა უნდა, უამრავი მიზეზი არსებობს, ვამტკიცოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური მიღწევები. ეს მიღწევები შეიძლება გამოვიყენოთ ახალგაზრდების დასაქმების წასახალისებლად ან ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანისთვის ავტომატური მტვერსასრუტის შესაქმნელად.