გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2018 წლის ნოემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
სექტემბრის ელექტროენერგიის გამომუშავების დეფიციტის შემდეგ კლებადი ტენდენცია ნარჩუნდება, მაშინ როცა მოხმარებასა და გამომუშავებას შორის არსებული განსხვავება კიდევ უფრო მწვავდება. სექტემბერთან შედარებით, 2018 წლის ოქტომბერში გამომუშავებამ 8%-ით იკლო, 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით კი – 5%-ით. გამომუშავების ეს წლიური შემცირება უმეტესწილად ჰიდრო (-1%) და თბო ელექტროენერგიის კლებითაა (-17%) გამოწვეული, რაც საგრძნობლად აჭარბებს ქარის ენერგიით გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდას (+4%).
აგვისტოში ელექტროენერგიის გამომუშავების დეფიციტის შემდეგ საქართველოს ამ კუთხით ისევ კლებადი ტრენდი ჰქონდა; აგვისტოსთან შედარებით, ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავება 2018 წლის სექტემბერში 14%-ით შემცირდა. ქართულმა ელექტროსადგურებმა 849 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავა, ხოლო შიდა ბაზარზე ელექტროენერგიის მოხმარებამ 955 მლნ. კვტ.სთ. შეადგინა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2018 წლის ოქტომბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ოდესმე თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა საბჭოთა კავშირის დროინდელი თბილისის მრავალსართულიანი სახლები რომ გაერემონტებინათ და სახურავებზე მზის პანელები დაემონტაჟებინათ? ასეთი მომავლისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს და შესაძლოა, ამის ხელშეწყობა სახელმწიფოსთვისაც ხელსაყრელი იყოს.