2020 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 7.3 პუნქტით გაიზარდა და 25.8-ს გაუტოლდა. ყველაზე მაღალი ზრდა სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა. აღნიშნულ ინდუსტრიებში ბიზნესის განწყობის გაუმჯობესება განაპირობა როგორც მიმდინარე საქმიანობის შედარებით პოზიტიურმა შეფასებამ, ისე გაუმჯობესებულმა მოლოდინებმა.
კლიმატის ცვლილებას ეს და უამრავი სხვა, უფრო ფართომასშტაბიანი ცვლილება (მაგალითად, ზღვის დონის მატება, ყინულის საფარის სწრაფი დნობა, სეზონების ცვლა და სხვ.) უკავშირდება. მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან საშუალო ტემპერატურამ მკვეთრი ზრდა დაიწყო, რაც ჩვენს სიცოცხლეზე, სურსათის მოხმარებაზე (როგორც ხარისხის, ისე რაოდენობის თვალსაზრისით), ჯანმრთელობასა თუ ცხოვრების წესზე აისახება და ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას.
ენერგიის რა ალტერნატიული წყაროების გამოყენება შეიძლება საქართველოს მთიან რეგიონებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ენერგოუსაფრთხოება, სამართლიანობა და გარემოსდაცვითი მდგრადობა?
საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში.
10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ამ ბიუჯეტის მიხედვით, ასიგნებები 14.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა. აქედან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე (MEPA) 353 მილიონი ლარი (მთლიანი ბიუჯეტის 2.4%) მოდის, უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამინისტრო დაახლოებით 293 მილიონ ლარს დახარჯავს (მთლიანი ბიუჯეტის 2.0%), 60 მილიონი ლარი კი გარემოს დაცვის მიმართულებას მოხმარდება (მლიანი ბიუჯეტის 0.4%).