კომპანიის მართვაში ქალების ჩართვა სასარგებლოა კომპანიის საქმიანობისთვის. მაგალითად, გავლენიანი Catalyst-ის ანგარიშის (დედააზრი: კორპორაციული მუშაობა და საბჭოში ქალების წარმომადგენლობა) თანახმად: „კომპანიებს, რომელთაც მიაღწიეს [გენდერულ] მრავალფეროვნებას, საშუალოდ, სხვა კომპანიებზე უკეთესი ფინანსური შედეგები აქვთ“.
თუ შობადობის საშუალო მაჩვენებლით ვიმსჯელებთ, საქართველო უდავოდ ეკუთვნის ევროპული ერების ოჯახს. უკანასკნელი მონაცემების თანახმად, ერთ ქალზე 1.82 ბავშვით, ქართველი ერი 2.1-ს ქვემოთაა (თუმცა არც თუ ძალიან). ეს არის მაჩვენებელი, რომელზეც მოსახლეობის რაოდენობა არ იცვლება. საშუალოდ, შობადობის მაჩვენებელი ევროპაში 1.5-ის ფარგლებშია, რაც მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ეს იყო სულ რაღაც 50 წლის წინ.
2009 წელს დაწყებული პროექტი, რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის, საქართველოს რეგიონების სკოლების გარდაქმნას ისახავს მიზნად. „ასწავლე საქართველოსთვის” არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული პატარა პროგრამა, რომლის მიზანია საჯარო განათლების სისტემისათვის ახალი სისხლის გადასხმა. „ასწავლე საქართველოსთვის“ არის მცირებიუჯეტიანი პროგრამა (წლიური ბიუჯეტი – 212,000 ლარი), რომელიც თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული „სტარტაპი“ – „ჩარჩოებს მიღმა“ ფიქრისა და მოქმედების მცდელობა.
2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად უყარა კენჭი კანონს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის შესახებ. კანონის მიზანია ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით თანაბარი სარგებლობის უზრუნველყოფა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, მოქალაქეობისა, წარმომავლობისა, დაბადების ან საცხოვრებელი ადგილისა, სიმდიდრისა თუ წოდებრივი სტატუსისა, რელიგიისა თუ რწმენისა, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული უნარისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული კუთვნილებისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა და ა.შ.
ნობელის პრემიის ეკონომისტ ლაურეატებს შორისაა ბანგლადეშელი მუჰამედ იუნუსი. მან მიკროკრედიტი გამოიგონა. რას გულისხმობს ეს ცნება? როგორც წესი, ღარიბი ხალხისათვის საბანკო სესხის აღება რთულია. მათი გადახდისუნარიანობა ხომ ასე დაბალია, რადგან არც გირაოდ გამოსადეგ აქტივებს ფლობენ და შესაძლოა მათი მთელი სიმდიდრეც არ აღმოჩნდეს საკმარისი გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკის ზარალის ასანაზღაურებლად.