ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, UNDP-თან პარტნიორობით, დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე, სახელწოდებით "საქართველოსთვის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) SME ტესტირების მეთოდოლოგიის შემუშავება". პროექტის ამოცანაა, ძირითადი ინსტრუმენტების, ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიწოდებით დაეხმაროს საქართველოს მთავრობას საქართველოს SME სექტორისთვის შემუშავებული პოლიტიკის ზეგავლენის ეფექტიანად შეფასებაში.
UNFPA და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ერთობლივი პროექტის ფარგლებში მუშაობენ საქართველოში ვაჟებისადმი უპირატესობით განპირობებული მემკვიდრეობის პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზის ჩატარებაზე. პროექტის გუნდი შეიმუშავებს კვლევის მეთოდოლოგიას და ჩაატარებს საკითხის წინასწარ სამაგიდო კვლევას. პროგრამის მიზანია საქართველოს მემკვიდრეობის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ფესვგადგმული გენდერული მიკერძოების სიღრმეების გააზრება და მისი პრაქტიკული ზეგავლენა ქალთა ცხოვრებაზე, მათ სტატუსსა და სოციო-ეკონომიკურ შედეგებზე.
2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგში მსოფლიოში სიღარიბის დაძლევა უპირველესი ამოცანაა. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში, სიღარიბის მხრივ, კრიზისი გლობალურად გამწვავდა როგორც COVID-19-ის პანდემიის, ისე რუსეთ-უკრაინის ომის გამო.
კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე სოციალური პოზიციების მისანიჭებლად, გენდერული და ასაკობრივი ნიშნით როლების დასადგენად და მწირი რესურსების გასანაწილებლად საზოგადოებაში იყენებდნენ სოციო-ბიოლოგიურ მარკერებს – სქესსა და ასაკს.
მოგების გადასახადის დაბეგვრის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში და განაწილებული მოგების დაბეგვრის რეჟიმს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც გაუნაწილებელი მოგება გადასახადისგან თავისუფალია, განაწილების შემდეგ კი მოგება 15%-ით იბეგრება.