ქართული მცირე და საშუალო საწარმოების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება შერჩეულ სექტორებში

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის ეს ერთობლივი ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ევროკავშირი (EU), მიზნად ისახავს ქართული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის გაზრდას.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია BMZ-ის მიერ და ახორციელებს GIZ, მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას. პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სსო-ების ინსტიტუციური შესაძლებლობების, კომუნიკაციებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების საგრანტო პროგრამების მხარდაჭერაზე.