01
იანვარი
2025
პროექტი „ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული საბიუჯეტო ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება", რომელსაც UNICEF აფინანსებს, მიზნად ისახავს საქართველოში საჯარო ბიუჯეტების ანალიზის სისტემური მიდგომის შექმნას ბავშვთა უფლებების პრიზმაში. მისი მიზანია უზრუნველყოს, რომ საჯარო ფინანსური გადაწყვეტილებები პრიორიტეტად მიიჩნევდეს ბავშვთა საჭიროებებს, ხელს უწყობდეს თანასწორობას და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორიცაა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია.
18
ნოემბერი
2024
დოკუმენტში აღწერილია მცირე და საშუალო საწარმოების რეგულირების ზეგავლენის ტესტის (შემდგომში, RIA-SME ტესტი) მეთოდოლოგიის მთავარი ასპექტები. აღნიშნული დოკუმენტი შეიქმნა „საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SME) რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ტესტის მეთოდოლოგიის შემუშავება და საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების განვითარება RIA-SME ტესტის პრაქტიკაში გამოყენებისათვის” პროექტის შედეგად, რომელიც დაფინანსდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ და განხორციელდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელობით.
26
აგვისტო
2024
პროექტი „კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და შერბილების ღონისძიებების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი საქართველოს შერჩეულ სექტორებში" ითვალისწინებს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორების სიღრმისეული ანალიზის ჩატარებას, რაც მსოფლიო ბანკის ქვეყნის კლიმატისა და განვითარების ანგარიშის (CCDR) ნაწილი უნდა იყოს.
12
თებერვალი
2024
საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ არაერთი შეთანხმების, მათ შორის პარიზის შეთანხმებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმომწერია. 2021 წელს საქართველომ გამოაქვეყნა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC), რომლის თანახმადაც ქვეყანაში სათბური გაზების ემისია 35%-ით უნდა შემცირდეს 1990-იანი წლების დონესთან შედარებით.
02
თებერვალი
2024
ქალების დაბალი წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე გენდერული თანასწორობის, დემოკრატიული მმართველობისა და ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში ქალთა მონაწილეობა და ლიდერობა.