ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა ჩაატარა კვლევა საქართველოში მიწის რეგისტრაციის პროცესის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, გააანალიზა მიწის მიმდინარე რეფორმა და გამოკვეთა ქვეყანაში მიწის ბაზრის განვითარების გამოწვევები.
კვლევის მიზანია საქართველოს თხილის მწარმოებელ რეგიონებში (ზუგდიდი, წალენჯიხა, ვანი) ორგანული თხილის სექტორის განვითარების ამჟამინდელი სტატუსის ანალიზი და ღირებულებათა ჯაჭვში მიმდინარე ძირითადი პროცესების შესწავლა წარმოების ეტაპიდან მოყოლებული გადამუშავებამდე და მარკეტინგამდე.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი გუნდი მუშაობს ბიომრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე (RIA). ეს პროექტი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია RIA-ის მეთოდოლოგიაში მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინება.
ბევრ ქვეყანაში სურსათის უვნებლობა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტი გახდა (იხილეთ, მაგ., CAP). განმარტების თანახმად, „სურსათის უვნებლობა გულისხმობს იმ პირობებსა და პრაქტიკებს, რაც ინარჩუნებს სურსათის ხარისხს და თავიდან გვარიდებს დაბინძურებას ან სურსათით გამოწვეულ დაავადებებს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სურსათის უვნებლობის მიზანია, დაიცვას ადამიანების, ცხოველების, მცენარეების ჯანმრთელობა სურსათის წარმოების ყველა ეტაპზე ევროკავშირის მიერ დადგენილი „ფერმიდან-სუფრაზე“ პრინციპის შესაბამისად.
ტრენინგებისა და განვითარების პროგრამის შემდეგ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი გუნდი შეაფასებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საწარმოო საქმიანობას და განსაზღვრავს გაუმჯობესების შემდგომ ნაბიჯებსა და სფეროებს.