ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა ჩაატარა ქარსაფარი ზოლის კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) და წარმოადგინა რეკომენდაციები წარდგენილი რეგულაციის ინკლუზიური და მდგრადი ფორმით განხორციელების პოლიტიკის სხვადასხვა ალტერნატივაზე.
2017 წლის 17 მაისს მთავრობამ თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები ოთხმოცდახუთი ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ახალმა რეგულაციამ, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევას კრძალავს, საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს კანონპროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად უმრავლესობის წევრმა, ქალბატონმა გუგული მაღრაძემ წარუდგინა, რომელმაც სულ ახლახანს ისაუბრა საქართველოში ჭარბწონიანობის პრობლემაზე, რომელიც ნაწილობრივ შაქრის ჭარბი მოხმარებით არის გამოწვეული.
ეკოლოგიური და ინდუსტრიული ცვლილებების ხანაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს არამხოლოდ იცავს სახეობებსა და მათ ჰაბიტატებს, არამედ ეკოსისტემური სერვისების სახით სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის. ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებისა თუ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონზე მუშაობა.
შეფასდა პროექტის გავლენა კახეთში მეცხოველეობაში ჩართული მცირე ფერმერული მეურნეობების შემოსავლებზე.
65 წლის ნიკოლოზ მ-მ სოფელ ჯიხაიშიდან 2012 წელს დაახლოებით 15,000 ლარის ინვესტიცია ჩადო 8.5 ჰა თხილის ბაღში, იმ იმედით, რომ ერთ დღეს მისი წამოწყება მომგებიან ბიზნესად იქცეოდა. ნიკოლოზს საქმე მართლაც კარგად მისდიოდა, სანამ მყრალი ხოჭო, იგივე აზიური ფაროსანა, როგორც მას ქართველები ეძახიან, არ გამოჩნდა მის ბაღში. ნიკოლოზი ჰექტარზე 800-1000 კგ. მოსავლის აღებას ელოდა, მაგრამ ხოჭოს შემოსევამ მოსავალი 30-35%-ით შეამცირა, რამაც ჰექტარზე 1000 ლარზე მეტით აზარალა.