2024 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით 8%-იანი ზრდაა.
2024 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.48 ლარი შეადგინა. აგვისტო-სექტემბერის განმავლობაში ხაჭაპურის ინდექსმა ზრდის ტენდენცია აჩვენა, როცა ინდექსი სექტემბერში, ივლისთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. ეს ზრდა მეტწილად ყველის გაძვირებამ გამოიწვია, რომლის ფასიც ბოლო სამი თვის (2024 წლის ივლის-სექტემბერი) განმავლობაში 22%-ით გაიზარდა.
სურსათის ფასების ზრდა და მათი არასტაბილურობა გლობალური პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით იმ იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს აზიანებს, სადაც დანახარჯები სურსათზე შედარებით მაღალია. როგორც წესი, ფასების ზრდის დინამიკასა და არასტაბილურობასთან დაკავშირებული პრობლემები სურსათის ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას უკავშირდება.
2024 წლის ივლისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.78 ლარი შეადგინა, რაც 2.9%-ით ნაკლებია წინა თვესთან (ივნისთან) შედარებით. წლიურ ჭრილში, 2023 წლის ივლისთან შედარებით, კი ინდექსის ღირებულება თითქმის უცვლელი დარჩა და უმნიშვნელოდ, 0.04%-ით დაეცა.
2024 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6 ლარი იყო. სამთვიანი კლების შემდეგ, ივნისში ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში, 2023 წლის ივნისთან შედარებით, კი ინდექსის ზრდამ 6.8% შეადგინა.