შეავსე ფორმა
Logo
მაისი 2025 | ძლიერი ზრდა განუსაზღვრელობის ფონზე: მშპ-ის პროგნოზის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.1%-ით გაიზრდება
20 მაისი 2025

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზის მიხედვით, მარტის მონაცემების საფუძველზე, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 8.2%-ით, ხოლო მესამე კვარტალში – 6.5%-ით გაიზრდება. 2025 წელს წლიური ზრდა, ცუდი სცენარის შემთხვევაში 6% იქნება, საუკეთესო და საშუალო გრძელვადიანი სცენარის შემთხვევაში – 7.6%. ჩვენი საშუალო სცენარით, ბოლო ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის საფუძველზე, რეალური მშპ 7.1%-ით გაიზრდება.

აპრილი 2025 | მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი
30 აპრილი 2025

აპრილის განმავლობაში პოლარიზაციის ინდექსი მნიშვნელოვნად მერყეობდა და პიკს მიაღწია შემდეგ მოვლენებთან დაკავშირებით: ყაველაშვილის მიერ უცხოური აგენტების რეგისტრაციისა და მედიის შემზღუდავი კანონების ხელმოწერა; „ქართული ოცნების“ მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტების გაცემის აკრძალვის გამოცხადება; დავით დოიაშვილის გათავისუფლება ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან; და საქველმოქმედო ორგანიზაციების დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკები.

აპრილი 2025 | ხაჭაპურის ინდექსი ზედიზედ მეორე თვეა მცირდება
29 აპრილი 2025

2025 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის აპრილთან შედარებით 6.1%-ით მეტია. თუმცა, თვიურ ჭრილში, ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა.

ბიზნესის განწყობის ინდექსი: ბიზნესის განწყობა უარყოფით ნიშნულზე ნარჩუნდება
25 აპრილი 2025

2025 წლის II კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 3.6 პუნქტით გაიზარდა და -1.3-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მრეწველობის (+10.0) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და ასევე მცირედით გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

აპრილი 2025 | ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზით, საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს ბაზისურ სცენარში 5.9% იქნება
21 აპრილი 2025

საქსტატმა გამოაქვეყნა 2025 წლის თებერვლის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 7.7%-ს შეადგენს.

შეავსე ფორმა