31
ოქტომბერი
2025
2025 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 7.3 ლარი შეადგინა, რაც 3.5%-იანი ზრდაა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით და 10.3%-იანი ზრდა 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით.
20
ოქტომბერი
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, აგვისტოს მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5.8%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6.3%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.3% იქნება.
08
ოქტომბერი
2025
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2025 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის სექტორებში რეალური მშპ 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 4.6%-ით შემცირდა. ამასთან, 2025 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის წილმა ქვეყნის მთლიანი მშპ-ის 4.5% შეადგინა.
30
სექტემბერი
2025
2025 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7.05 ლარი შეადგინა. 2025 წლის ივლისიდან მოყოლებული, ხაჭაპურის ინდექსი ზრდის ტენდენციას ავლენს – სექტემბერში ფასი 12.3%-ით გაიზარდა 2025 წლის ივნისთან შედარებით. თვიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ყველის 16.1%-იანი გაძვირება ამავე პერიოდში.
22
სექტემბერი
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, ივლისის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5.8%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6.3%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.3% იქნება.