ბოლო პერიოდში უმუშევრობის შემცირების მიზნით საქართველოში ცირკულარული მიგრაციის განვითარების თემას დიდი ყურადღება ექცევა. ცირკულარული მიგრაციის სქემები (CMS) უკანონო მიგრაციის შემცირებისა და მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის ფართოდ აღიარებული პოლიტიკური ინსტრუმენტია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის შეთანხმებისადმი საქართველოს მთავრობის ინტერესი და ძალისხმევა, ერთი მხრივ, უმუშევრობის მაღალი დონის პრობლემის გრძელვადიან პერიოდში მოგვარებასა და, მეორე მხრივ, არაკანონიერი მიგრაციის შემცირებისა და ლეგალური მიგრციის წახალისებას ემსახურება.
როგორც არ უნდა ცდილობდეს კიმ იონგ-ანის პროპაგანდა, დიდებულად წარმოაჩინოს ქვეყანა, ჩრდილოეთ კორეაში ემიგრაციისთვის თავს არავინ იწუხებს, იქიდან გამოღწევა კი თითქმის ყველას უნდა. მსგავსად, რასაც არ უნდა ამბობდნენ კონსერვატორი მუსლიმები გარყვნილ დასავლეთზე, ძალზე დიდია სუფთა მიგრაცია ისლამური ქვეყნებიდან ამ გახრწნილ და დეკადენტურ დასავლურ საზოგადოებებში.
2014 წლის 1 სექტემბერს ქართულმა საზოგადოებამ უსიამოვნო რეალობაში გაიღვიძა. აქამდე, ქვეყანაში წლების განმავლობაში მოქმედი უაღრესად ლიბერალური სავიზო რეჟიმი საქართველოს მიმზიდველს ხდიდა უცხოელი ტურისტებისა და წმინდა უცხოური ინვესტიციებისათვის. პირველ სექტემბერს კი ძალაში შევიდა ახალი კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.