საქართველოს კონსტიტუციაში ვკითხულობთ: „სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე“ (საქართველოს კონსტიტუცია, მე-5 მუხლი, 2017 წ.). თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს კანონმდებლობაში არ არის ნათლად განსაზღვრული, რომელი საჯარო ინსტიტუტების პასუხისმგებლობაა ქვეყანაში არასტაბილური განსახლების პრობლემის აღმოფხვრა. პრობლემის მოგვარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ (GoG) შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საცხოვრებლით უზრუნველყოფის სოციალური საკითხებით დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს.
პროექტის მიზანია 2004 წელს ექპერტულ-ნორმატიული მეთოდით განსაზღვრული საჭიროების ინდექსის კოეფიციენტების რევიზია. 2004 წლის ექსპერტულ-ნორმატიული შეფასებისათვის დოკუმენტში გამოვყენებთ ისეთ ტერმინებს როგორიცაა „წინა შეფასება“, „ძველი მეთოდი“ ან სხვა მსგავსი შინაარსის ფრაზას. კოეფიციენტების გამოთვლაში გამოყენებულია სხვადასხვა საქონლის ფასები, ასევე იმდეროინდელი ბიუჯეტი და ფასები.