ქართულ მედიაში ხშირად წააწყდებით ნეპოტიზმის შესახებ ამბებს და ამ ამბების მთავარი მოქმედი გმირების სასაცილო განმარტებებს. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს წაუყენეს ნეპოტიზმის ბრალდებები, მან უპასუხა: „თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი?“
საქართველოში ხშირად სამსახური იშოვება არა სამართლიანი, წესისამებრ შერჩევის, არამედ პირადი კავშირების მეშვეობით. ეს ფაქტი კარგად არის ცნობილი, რომელსაც თითქმის არავინ არ უარყოფს. ეს იციან თითქმის ყველა ქართულ ფირმასა თუ დაწესებულებაში. საავადმყოფოში შეხვდებით „ექთანს“, რომელსაც ელემენტარული სამედიცინო ცოდნა არ გააჩნია, თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში შეხვდებით ფსიქიკურად დაავადებულ „დამლაგებელ ქალს“, რომელიც აგრესიული და უადგილო ქცევებით ხალხს აშინებს, რკინიგზის სადგურზე კი ბილეთს იყიდით მოლარისგან, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რეგულაციებზე, განრიგსა და მატარებლებზე.