ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა მარიამ ლობჯანიძემ მონაწილეობა მიიღო CAREC-ის მერვე ყოველწლიურ Think Tank Forum-ზე, რომელიც 2024 წლის 27-28 აგვისტოს ყაზახეთში, ალმატიში ჩატარდა. ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის (CI) მიერ ორგანიზებული ეს ყოველწლიური ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას ქსელის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და მიღწევების გაზიარებისთვის.
6-10 მაისს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო ცოდნის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა, კავშირების დამყარება და პოლიტიკის კვლევისა და განვითარების მიმართულებით წამყვანი ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციებისგან სწავლა.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი CAREC Think Tank Network-ის აქტიური წევრია. ორგანიზაციამ 23-24 ნოემბერს CAREC Think Tank განვითარების მეხუთე ფორუმს უმასპინძლა, რომელსაც CAREC-ის ინსტიტუტის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეგიონების წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების ლიდერები, ექსპერტები და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რათა ესაუბრათ ეკონომიკურ დერეფნებზე, როგორც ეკონომიკური ზრდისა და რეგიონული ინტეგრაციის მამოძრავებელზე.