კანონით ვერ იყიდი სიყვარულს... ადგილობრივი ვალუტის მიმართ
![](https://iset-pi.ge/site_images/date.png)
2017 წლის ივლისიდან თუ მეწარმე, გაყიდვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ბაზარს შესთავაზებს უძრავ ქონებას და/ან მომსახურებას, ან მათ რეკლამას განათავსებს, უძრავი ქონების/მომსახურების ფასი უნდა იყოს გამოხატული მხოლოდ ლარში. კანონპროექტის თანახმად, თუ ფასის გამოცხადებისას ეს კანონი დაირღვევა, მეწარმე მიიღებს გაფრთხილებას, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდება. ყოველი მომდევნო დარღვევისთვის კი – 5000 ლარით.
ჭკვიანური დედოლარიზაცია: რა გვასწავლა ქართულმა და უცხოურმა გამოცდილებამ
![](https://iset-pi.ge/site_images/date.png)
არაფორმალური (ნაწილობრივი) დოლარიზაცია ეწოდება სიტუაციას, როდესაც ტრანზაქციებში და ღირებულების განსაზღვრისას, ადგილობრივი ვალუტის პარალელურად გამოიყენება უცხოური ვალუტა. ქვეყნისთვის კარგი არ არის მაღალი ნაწილობრივი დოლარიზაცია, რადგან ის ხელ-ფეხს უკრავს ეროვნულ ბანკს და ურთულებს მას მონეტარული პოლიტიკის გატარებას.