ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ეკონომისტები განათლებასა და ადამიანურ კაპიტალზე საუბრისას ძირითადად სკოლებსა და უნივერსიტეტებში კვალიფიციური მასწავლებლების მიერ მიწოდებულ ფორმალურ განათლებას გულისხმობენ. ეს არის ცოდნა, რომელიც გაწერილია სილაბუსში და რომლის შემოწმებაც სტუდენტებისათვის გამოცდების შედეგად მინიჭებული სერტიფიკატებითა და დიპლომებით ხდება.
სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ შევნიშნეთ, რომ ჰიდროგენერაციას მკვეთრად გამოხატული სეზონური ცვალებადობა ახასიათებს. ასევე დავასკვენით, რომ სეზონურობა ზღუდავს ჰესების ახალი პროექტების მომგებიანობას, ვინაიდან გამომუშავების უმეტესი წილი მოდის იმ პერიოდზე, როცა ელექტროენერგია შედარებით იაფია და მხოლოდ მცირე ნაწილის გამომუშავება ხდება მაშინ, როცა ელექტროენერგია ძვირია.
ცოტა ხნის წინ ქართული მედია განგაშით იუწყებოდა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების შესახებ. ეს ეკონომიკური მონაცემებითაც დასტურდება. გრაფიკზე ნაჩვენებია 2005-2013 წლებისათვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლის პირველ ნახევარში. ცხადია, რომ წლების განმავლობაში საინვესტიციო აქტივობები ძალიან ცვალებადი იყო.
ჩვენს ორნაწილიან სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლია ქარის და წყლის ენერგიის კომბინაციას დაეხმაროს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში და აქციოს ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტიორად.