
1962 წლის 15 მარტს პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი პირველი სიტყვით წარსდგა კონგრესის წინაშე და ხაზი გაუსვა მომხმარებელთა ოთხ, მისი აზრით არსებით, უფლებას: უსაფრთხოება, ინფორმირებულობა, არჩევნისა და მოსმენის უფლება. კენედის ამ გამოსვლის შემდეგ, მომხმარებელთა დაცვის იდეა გაიფურჩქნა როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში. წელს, კენედის გამოსვლიდან 52 წლის შემდეგ, საქართველო მიიღებს ახალ კანონს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.

მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა იმასთან დაკავშირებით, მაინცდამაინც სახელმწიფო უნდა იყოს თუ არა საკუთრების უფლების გარანტი, უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ეს უფლება აუცილებლად უნდა იყოს დაცული. წარმოუდგენელია ეკონომიკური განვითარება იმ პირობებში, როცა ადამიანთა და საკუთრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არაა.

ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.