
2024 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 9.7 პუნქტით შემცირდა და 3.8-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება საფინანსო (-22.1) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე დიდი გლობალური პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მოვლენაა, რომელიც ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ამერიკის პოლიტიკურ მდგომარეობაზე, არამედ მის ურთიერთობაზე სხვა ქვეყნებთან. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობა სცდება მხოლოდ ამერიკის ფარგლებს და ზეგავლენას ახდენს მის საერთაშორისო პარტნიორებზეც, მათ შორის, საქართველოზეც.

3-5 ოქტომბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო განვითარების ლაიბნიცის ინსტიტუტმა (IAMO) სამდღიან საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლეს. კონფერენცია ISET-ისა და IAMO-ს მიერ ერთობლივად იყო ორგანიზებული სახელწოდებით "სამხრეთ კავკასიის რეგიონში აგროსასურსათო ღირებულებათა ჯაჭვების ფუნქციონირების გაუმჯობესება".

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის სექტორებში რეალური მშპ 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა. ამასთან, 2024 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის წილმა ქვეყნის მთლიანი მშპ-ის 5.3% შეადგინა.

საქსტატის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნომინალური მშპ 22,101.7 მლნ ლარს შეადგენდა, მშპ-ის ზრდის წლიური მაჩვენებელი 9.6%, ხოლო მშპ-ის დეფლატორი – 2.5% იყო. ეს ზრდა სხვადასხვა სექტორში დამატებული ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდით იყო განპირობებული: მასპინძლობასთან და კვებით სექტორთან დაკავშირებული საქმიანობა გაიზარდა 35.7%-ით, განათლება – 21.3%-ით, შინასამეურნეო საქმიანობა, როგორიცაა დამსაქმებლებისა და მწარმოებლების მიერ პირადი მოხმარებისათვის საქონლის წამოება და მომსახურებების გაწევა – 17.3%-ით, ტრანსპორტირება და სასაწყობო საქმიანობა – 16.1%-ით, საჯარო ადმინისტრირება და თავდაცვა, მათ შორის სოციალური უსაფრთხოება – 13.3%-ით, მშენებლობა – 13%-ით.