შეავსე ფორმა
Logo
გრძელი, ცხელი ზაფხული: რატომ გაიზარდა მკვეთრად ტყის ხანძრების რიცხვი და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან – ნაწილი I
05 ოქტომბერი 2017

2017 წლის ზაფხული საქართველოში ტყის ხანძრების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოირჩეოდა. მხოლოდ აგვისტოში ტყის ხანძრის 35 შემთხვევა დაფიქსირდა (ოფიციალური მონაცემი ამ ხანძრებით დამწვარი ტყის ფართობის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს). ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. მათგან ყველაზე მძიმე შედეგები ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა: ის 7 დღე გაგრძელდა (20-27 აგვისტო) და 100 ჰა-ზე დიდი ტყის ფართობი გაანადგურა. ბევრი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ამდენი ხანძარი უბრალო დამთხვევა იყოს.

გაიმარჯვა თუ არა ISET-ის ახალმა საბაკალავრო პროგრამამ საქართველოს საუკეთესო სტუდენტებისთვის ბრძოლაში?
25 სექტემბერი 2017

საიდუმლო არ არის, რომ საუკეთესო სტუდენტებისთვის გლობალური კონკურენცია დღეს ძალიან მძაფრია. ეკონომისტები ამბობენ, რომ ადეკვატურ ადამიანურ კაპიტალს შეუძლია ქვეყანა მუდმივი ზრდის ტრაექტორიაზე გაიყვანოს. ჩვეულებრივ „ტვინებისთვის ბრძოლა“ ნაციონალურ და მულტინაციონალურ კომპანიებს შორის ხდება, რომლებიც საუკეთესო ტალანტებისთვის იბრძვიან. მათ დღეს არც უნივერსიტეტები არ ჩამორჩებიან, რომლებიც გამალებით იბრძვიან მსოფლიოში საუკეთესო სტუდენტების გადაბირებისა და შენარჩუნებისთვის.

სწრაფი და ნაადრევი გადაწყვეტილებები ყოველთვის გონივრული როდია!
18 სექტემბერი 2017

დედაჩემს 22 წლის ასაკში უკვე თითზე ბეჭედი ეკეთა, ჰყავდა ოჯახი, ორი შვილი და ძალიან ცხადი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ ცხოვრებაზე. მე ჯერ არ დავოჯახებულვარ, თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – გავხდე ეკონომისტი – უკვე მივიღე. ეს 22 წლისამ გადავწყვიტე, რაც ბანკში ვიმუშავე (და მივხვდი, რომ ვერ ვიტანდი). თუმცა ჩემი ბევრი მეგობარი კვლავ ადრეულ ასაკში მიღებული პროფესიული და საგანმანათლებლო გადაწყვეტილებების ტყვეობაშია, იმ წლებში გადადმული ნაბიჯების ტყვეობაში, როცა ჯერ კიდევ არ იცი, ვინ ხარ და რა პოტენციალი გაქვს.

Q2 2017, მაკრო მიმოხილვა | მე-2 კვარტლის მონაცემები საქართველოს წლიურ ზრდას სამიზნე მაჩვენებელთან აახლოებს
14 სექტემბერი 2017

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2017 წლის მე-2 კვარტლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

დანაშაული და სასჯელი ქართულად
04 სექტემბერი 2017

თურქეთში გატარებული ორკვირიანი შვებულებიდან სახლში ვბრუნდებოდით. რა ვიცოდით, რომ ვალეს (ახალციხის მახლობლად) საზღვარზე საშინელი სიურპრიზი გველოდა. ვალეში შუაღამისკენ ჩავედით, 2017 წლის 26 აგვისტოს. ეფექტური პროცედურა, მოსალოდნელ 2-3 წუთზე გაცილებით დიდხანს გაგრძელდა.

შეავსე ფორმა