გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2017 წლის მე-3 კვარტლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდი მონაწილეობს იღებს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის გლობალურ პროგრამაში.
ქვეყანაში გენდერული თანასწორობა კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, კაცებსა და ქალებს თანაბარი უფლებები აქვთ მიწის ფლობაზე, მემკვიდრეობის მიღებაზე. თუმცა საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ განვითარებად ქვეყანაში, მიწის საკუთრების საკითხებს დიდწილად კულტურული ფასეულობები განსაზღვრავს.
მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“, საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმისა“ და ბევრი სხვა საერთაშორისო ინდექსის მსგავსად, არც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) „გარდამავალი ქვეყნების ანგარიშები“ იშურებდა პოზიტიურ მესიჯებს საქართველოსთვის – 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის თითით საჩვენებლად ქცეული გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნისთვის.
ივნისის დასაწყისში მთელი მსოფლიოს ყურადღება შვეიცარიისკენ იქნება მიმართული, რადგან 5 ივნისს ამ ზღაპრული ქვეყნის მოქალაქეებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ რეფერენდუმში, რომლის თანახმადაც სახელმწიფო გარანტიას აძლევს თითოეულ მოქალაქეს, რომ მინიმალური შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 30,000 აშშ დოლარი ექნება.