საქართველოს ენერგეტიკის ბაზრისთვის 2020 წლის აპრილი იმით იყო გამორჩეული, რომ მთლიანმა გამომუშავებამ (944 მლნ. კვტ.სთ.) თითქმის მთლიანად დააბალანსა ქვეყანაში არსებული მოხმარება (941 მლნ. კვტ.სთ.): გამომუშავებამ სულ რაღაც 3 მლნ. კვტ.სთ-ით გადააჭარბა მოხმარებას (რაც მთლიანი გამომუშავების 0.03%-ია: იხ. გრაფიკი 1). ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთდროულად შემცირდა როგორც მთლიანი მოხმარება (7%), ისე მთლიანი გამომუშავება (2%).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2020 წლის მარტის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გასული წლის ელექტროენერგიის მოხმარებისა და გამომუშავების დინამიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წლის უმეტეს ნაწილში საქართველო ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანა იყო და მოხმარება თითქმის ყოველთვის აჭარბებდა ადგილობრივ გამომუშავებას. ბოლო 12 თვის განმავლობაში გამონაკლისი იყო მაისი და ივნისი, როდესაც გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობა მცირე დროით პოზიტიური გახდა, თუმცა ივლისში კვლავ ნეგატიურ მაჩვენებელს დაუბრუნდა.
წლების განმავლობაში ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარებასა და გამომუშავებას შორის უარყოფითი სხვაობა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ერთ-ერთი მთავარ პრობლემად მიიჩნეოდა. თუმცა 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით ელექტროენერგიის დეფიციტი არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ ათი თვის განმავლობაში შენარჩუნდა. ეს ყოველივე კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა უარყოფითი სხვაობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
მოხმარებისა და გამომუშავების ტენდენციებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ 2018 წლის აგვისტოდან მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა მკვეთრად აღემატება წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობას. გამომუშავებასა და მოხმარებას შორის უარყოფითმა სხვაობამ აპრილში 45 მლნ. კვტ.სთ-ს მიაღწია; ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავება 966 მლნ. კვტ.სთ, მოხმარება კი 1012 მილიონი კვტ.სთ. გახლდათ. რატომ შენარჩუნდა გამომუშავებისა და მოხმარების უარყოფითი სხვაობა 2018 წლის აგვისტოს შემდეგ და ხომ არ უნდა ველოდოთ უარყოფით სხვაობას მომდევნო თვეების განმავლობაშიც?